
კალასი მიანიშნებს, რომ საქართველოში „ზოგიერთმა ჯგუფმა“ შესაძლოა უვიზო რეჟიმი დაკარგოს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ახალი წესები, რომლებიც მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გაამარტივებს, შესაძლოა საქართველოში „ზოგიერთ ჯგუფს“ შეეხოს.
„მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომ ის კვლავ უარესდება საქართველოში“, – განაცხადა კაია კალასმა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში ადგილი არ აქვს“.
„კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლოს წარადგენს, ხოლო ვიზების შესახებ ახალი რეგულაცია ნოემბერში შევა ძალაში. ეს საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English