ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 27 აგვისტო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა.

„ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, – განაცხადა საელჩომ მოკლე განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა „საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები“ განიხილეს. „ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

This post is also available in: English

Back to top button