
კობახიძე აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ვიზების შესახებ მუქარას საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად იყენებს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას „ბერკეტად“ იყენებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში „მეორე ფრონტი“ გასახსნელად.
„„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს“, – განაცხადა კობახიძემ 18 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება“, – აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს „უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითიც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს – ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც“.
This post is also available in: English