skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ოქტომბერს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა, რომელიც 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის „КИЇВСЬКА РУСЬ“-ის წევრი იყო. მედიისვე ცნობით, იგი დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის სარაკეტო იერიშსს ემსხვერპლა.

კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მონაწილეც იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო.

არაოფიციალური დათვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებისას ჯამში საქართველოს 18 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button