ახალი ამბები

ვლადიმერ დელბა

აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი

ზოგადი მონაცემები

  • ვლადიმერ დელბა დაიბადა 1974 წლის 26 სექტემბერს ქ. სოხუმში.
  • დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და აუდიტის ასპირანტურაში.

პოლიტიკური კარიერა

  • ეკავა აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
  • 2011 წლის 10 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა იგი ფინანსთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად დანიშნა.
  • 2013 წლის მაისში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, რომელიც პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს შორის ფუნქციათა განაწილების საკითხს ეხება, ვლადიმერ დელბას საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ფინანსური საკითხები და მშენებლობები. იგი კოორდინირებას უწევს დე-ფაქტო რესპუბლიკის შემდეგი უწყებების მუშაობას: კაპიტალური მშენებლობების სახელმწიფო სამმართველო, მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო სამმართველო, მიწათსარგებლობის და მიწათმოწყობის სახელმწიფო სამმართველო.
  • როგორც თავად დელბამ 2011 წლის ოქტომბერში ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, იგი მინისტრის მოადგილიდან ვიცე-პრემიერად დაწინაურებას არ მოელოდა. ცნობილი აფხაზი ჟურნალისტის ინალ ხაშიგის შეფასებით, ვიცე-პრემიერად დანიშვნის დროს, ვლადიმერ დელბა დადებითი განწყობით სარგებლობდა, როგორც ალექსანდრე ანქვაბის გარემოცვაში, ისე ოპოზიციურ წრეებში.
Back to top button