
ახალი ამბები
ვლადიმერ დელბა
აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი
ზოგადი მონაცემები
- ვლადიმერ დელბა დაიბადა 1974 წლის 26 სექტემბერს ქ. სოხუმში.
- დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და აუდიტის ასპირანტურაში.
პოლიტიკური კარიერა
- ეკავა აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
- 2011 წლის 10 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა იგი ფინანსთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად დანიშნა.
- 2013 წლის მაისში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, რომელიც პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს შორის ფუნქციათა განაწილების საკითხს ეხება, ვლადიმერ დელბას საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ფინანსური საკითხები და მშენებლობები. იგი კოორდინირებას უწევს დე-ფაქტო რესპუბლიკის შემდეგი უწყებების მუშაობას: კაპიტალური მშენებლობების სახელმწიფო სამმართველო, მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო სამმართველო, მიწათსარგებლობის და მიწათმოწყობის სახელმწიფო სამმართველო.
- როგორც თავად დელბამ 2011 წლის ოქტომბერში ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, იგი მინისტრის მოადგილიდან ვიცე-პრემიერად დაწინაურებას არ მოელოდა. ცნობილი აფხაზი ჟურნალისტის ინალ ხაშიგის შეფასებით, ვიცე-პრემიერად დანიშვნის დროს, ვლადიმერ დელბა დადებითი განწყობით სარგებლობდა, როგორც ალექსანდრე ანქვაბის გარემოცვაში, ისე ოპოზიციურ წრეებში.