PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ
საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ქვეყნის მონიტორინგის ფარგლებში 8-11 აპრილს ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს.
ორი თანამომხსენებელი, მაიკლ იენსენი დანიიდან და ბორის სილევიჩი ლატვიიდან შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტ სააკაშვილთან; პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან; იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან; სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიალთან; რუსეთთან ურთიერთობების საკითებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დეპუტატებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
PACE-ს თანამომხსენებლები ვიზიტის ფარგლებში ასევე ესტუმრებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)