ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ქვეყნის მონიტორინგის ფარგლებში 8-11 აპრილს ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს.

ორი თანამომხსენებელი, მაიკლ იენსენი  დანიიდან და ბორის სილევიჩი ლატვიიდან შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტ სააკაშვილთან; პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან; იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან; სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიალთან; რუსეთთან ურთიერთობების საკითებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დეპუტატებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

PACE-ს თანამომხსენებლები ვიზიტის ფარგლებში ასევე ესტუმრებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button