ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა ნაწილობრივ განაახლა

ტელეკომპანია ”იმედმა” 5 მაისიდან მაუწყებლობა ნაწილობრივ განაახლა.


ტელეკომპანია, რომელმაც მაუწყებლობა 26 დეკემბერს შეწყვიტა, ამჟამად მხოლოდ ტელესერიალებს და მხატვრულ ფილმებს გადასცემს.


”იმედის” განცხადებით, საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების გაშვება მხოლოდ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდება.

Back to top button