
ახალი ამბები
რუმინეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
რუმინეთის სენატის თავმჯდომარე ნიკოლაე ვაკაროიუ, რომელიც საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რუმინეთის, 2-4 აპრილს ნატოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის სენატის თავმჯდომარის შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან და ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურთან.