We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუმინეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

რუმინეთის სენატის თავმჯდომარე ნიკოლაე ვაკაროიუ, რომელიც საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს შეხვდა.


ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რუმინეთის, 2-4 აპრილს ნატოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის სენატის თავმჯდომარის შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან და ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურთან.

Back to top button