skip to content
ახალი ამბები

ანთაძე სოხუმში შამბას შეხვდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე გაეროს მისიის ხელშეწყობით 9 სექტემბერს სოხუმში იმყოფებოდა, სადაც თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების პერსპექტივებზე.


ორ თვეზე მეტია თვეა, რაც საკოორდინაციო საბჭო არ შეკრებილა, რისი ძირითადი მიზეზი კოდორის ხეობაში ქართული პოლიციის შესვლა და ამდენად, რეგიონში სტატუს კვოს ცვლილებაა.


მერაბ ანთაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და შეშფოთება გამოხატა იმ საომარი რიტორიკის გამო, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისმის. მან მოუწოდა აფხაზურ მხარეს, “არ წამოეგოს რუსეთის მხარის პროვოკაციებს, რომლის მიზანია რეგიონში დესტაბილიზაცია და სამხედრო ესკალაცია“.


შეხვედრაზე მერაბ ანთაძემ ასევე დეტალურად  ისაუბრა ზემო აფხაზეთში, კოდორში 26-27 ივლისს ჩატარებული საპოლიციო ანტიკრიმინალური ოპერაციის თაობაზე. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button