skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთი თვის ბოლოს ფართომასშტაბიან წრთვნებს გეგმავს

24–27 სექტემბერს თვითგამოცხადებული აფხაზეთი ყველა სახის სამხედრო ძალის, მათ შორის რეზერვისტთა მონაწილეობით, ფართომასშტაბიან წრთვნებს გეგმავს, იუწყება 5 სექტემბერს “აფსნიპრესი“.


“27 სექტემბერს ქვემო კოდორის ხეობაში საბრძოლო სროლები მოეწყობა“, – აცხადებს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.


ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და განაცხადა, რომ წრთვნების მიმდინარეობისას ზემო კოდორის ხეობის მაცხოვრებელთა წინააღმდეგ ქმედებების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება “ადეკვატურ ზომებს მიმართავს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button