skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების გამო შეშფოთებულია

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 11 ივლისს შეშფოთება გამოხატა ბოლო დღეებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების გამო და რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დაუყონებლივ გახსნისკენ მოუწოდა, რაც კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განმუხტვას დაეხმარება. 


რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მიზეზით დახურა. შედეგად, მგზავრთა და ტვირთის ნაკადმა როკის გვირაბის მიმართულებით გადაინაცვლა. თუმცა, ქართული მხარე ამ მარშრუტს უკანონოდ მიიჩნევს.   


“ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო იძაბება. იმედს გამოვთქვამ, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნება, რაც დაეხმარება არსებული დაძაბულობის განმუხტვას“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


კარელ დე გუხტი მიესალმა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას 14 ივლისამდე როკის გვირაბის გავლით შემოუშვას მგზავრები ქვეყანაში . მან იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისათვის ორი სახელმწიფო ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე მოილაპარაკებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button