
ახალი ამბები
თბილისის საკრებულოში მორიგი ჩხუბი მოხდა
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ლეიბორისტული პარტიის“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.
ლეიბორისტი დეპუტატის პაატა ჯიბლაძის და ნაციონალი გიორგი ტაბიძის ურთიერთშელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის გამო სხდომაზე იძულებითი შესვენება გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2006 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა იყო დაგეგმილი.