ახალი ამბები

HRW: საქართველოში წამების ფაქტები კვლავ ფიქსირდება

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზიის Human Rights Watch-ის 2006 წლის მოხსენებაში  ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგა წამების აღსაკვეთად, თუმცა წამების და სხვა დარღვევების ფაქტები კვლავ ფიქსირდება.


“ზოგ შემთხვევაში საქართველო ნაჩქარევ რეფორმებს ახორციელებს, ფართო და ღია კონსულტაციების და დეტალური განხილვის გარეშე, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემის აღმოსაფხვრელად.  შედეგად, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ბევრ სფეროში შეუმოწმებელი რჩება“, – აცხადებს Human Rights Watch.


დოკუმენტის თანახმად, მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა შედეგები მოაქვს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის რელიგიურ და პოლიტიკურ თავისუფლებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. “მიუხედავად იმისა, რომ მედია შედარებით თავისუფალია, ის ნაკლებ კრიტიკული გახდა და უკვე შეიმჩნევა ნიშნები მედიაზე მთავრობის ზეგავლენისა “, – ნათქვამია მოხსენებაში.  

Back to top button