ახალი ამბები

ბურჯანაძემ და ნაზარბაევმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 19 იანვარს ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოსთვის “ნომერ პირველი ინვესტორი” უნდა გახდეს.


“ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ყალიბდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო, რათა ყაზახური ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ეკონომიკაში“, – იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ნინო ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით. 


19 იანვარს ნინო ბურჯანაძე ასევე შეხვდა ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეებს.

Back to top button