skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 22 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგება.


საპარლამენტო ფრაქციებში გამართულ მოსმენებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკვე გააკრიტიკეს მოხსენება „სიტუაციის არაადექვატური შეფასების“ გამო.


ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრებთან შეხვედრისას სოზარ სუბარი საკადრო პოლიტიკის გამოც გააკრიტიკეს და სამართალდამცავების მიერ დარღვევებზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულეს.


„სოზარ სუბარის პირველი მოადგილე [ბაჩო ახალაია] საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის [დათა ახალაიას] ძმა და სამეგრელოს რეგიონის პროკურორის შვილია. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ოფისი ვერ შეძლებს ადექვატურად გამოიძიოს ამ სტრუქტურებში არსებული დარღვევები“, – განაცხადა ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა 22 დეკემბერს.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button