
ახალი ამბები
პარლამენტში მოსამართლეების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებსა და დამატებებს, რომელიც მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის შემცირებას ეხება. თუმცა პარლამენტში ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციამ გააკრიტიკა, ვერ გავიდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკის ქვედა ზღვარის 35–დან 30 წლამდე შემცირებას, ხოლო საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის 30–დან 28 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.
დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უშიშროების სამინისტროს გაუქმებამ და ამ ფაქტის კონსტიტუციაში ასახვამ განაპირობა.