ახალი ამბები

მესაზღვრეებმა 38 ერთეული ჭურვი აღმოაჩინეს

11 დეკემბერს ბარისახოს სამმართველოს მესაზღვრეებმა ხევსურეთში, საქართველო–რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე 38 ერთეული “ნურსის“ ტიპის ჭურვი და ამავე ჭურვის 13 ერთეული თვითნაკეთი გამშვები მექანიზმი აღმოაჩინეს.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, აღჭურვილობას, რომელიც ბარისახოდან უკვე თბილისშია გადმოტანილი, უტარდება ექსპერტიზა. ვარგისიანობის შემთხვევაში იგი ან თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა ან უტილიზაციას დაექვემდებარება.

Back to top button