
ახალი ამბები
საქართველო და აშშ რადიაქტიური მასალის კონტრაბანდის წინააღმდეგ ითანამშრომლებენ
დღეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ და თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დევიდ ჰუზენგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას “ბირთვული და სხვა რადიაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის თაობაზე”.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში აშშ საქართველოს სასაზღვრო უწყებას რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენ დეტექტორებს გადმოსცემს, რომლებითაც სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტები სრულად აღიჭურვება.