
ყაზახეთი მზად არის საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგოს
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ყაზახეთში 18-19 ნოემბრის ვიზიტის დროს ყაზახურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალი წლიდან საქართველოს 2 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოაწოდოს.
ამ შეთანხმების მიუხედავად, გასარკვევია, თუ რა გზით მოხდება ყაზახური გაზის საქართველოში იმპორტი. ამ საკითხის გარკვევას ქართული მხარე რუსულ კომპანია “გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან გეგმავს.
22 ნოემბერს მოსკოვში სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მიემგზავრება, რომელიც “გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მოწოდებისა და გაზის ფასის დარეგულირების შესახებ მომზადებულ გრძელვადიან ხელშეკრულებას განიხილავს.
24 ნოემბერს მოსკოვში მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც შეუერთდება და “გაზპრომთან“ ყაზახეთიდან გაზის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს.
რუსული “გაზპრომი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბუნებრივი აირით ამარაგებს.