skip to content
ახალი ამბები

“მეგობარმა ქვეყნებმა“ მოსკოვში აფხაზეთის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 26 ოქტომბერს რუსეთში საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს შეხვდა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ყველა ეს ქვეყანა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომლებიც ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქციებს ასრულებენ. მომდევნო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ნოემბერშია დაგეგმილი.


რუსეთის საგარეო უწყება 26 ოქტომბერს იტყობინება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში საქართველოს ელჩს ირაკლი ჩუბინიშვილს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button