
ახალი ამბები
საქართველო UNESCO-ს მოსკოვის ბიუროს დაქვემდებარებიდან გამოსვლას ითხოვს
საქართველომ პროტესტი გამოთქვა UNESCO-ს მოსკოვის ბიუროს ვებ-გვერდზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს რუქის შეცვლის გამო, რომელსაც ჩამოჭრილი ჰქონდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს შეცდომის სასწრაფოდ გამოსწორებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით, საქართველომ ასევე მოითხოვა UNESCO-ს მოსკოვის ბიუროს დაქვემდებარებიდან გამოსვლა.