skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში სამხედრო საკითხებზე რუსი და ქართველი ექსპერტების მორიგი შეხვედრა გაიმართა

25–26 ივლისს მოსკოვში რუსი და ქართველი ექსპერტების მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების პროექტი სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტის შესახებ. ექსპერტების დონეზე შეთანხმების ტექსტი ძირითადად შეთანხმებულია, თუმცა ეს პროცესი საბოლოოდ უახლოეს მომავალში დასრულდება, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


მხარეებმა ასევე განიხილეს პრაქტიკული ნაბიჯები საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გატანის თაობაზე, რასაც 30 მაისის რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button