skip to content
ახალი ამბები

არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება

29 ივნისს ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის გადადგომას მთავრობაში დაგეგმილი გადაადგილებების თაობაზე ქართული მედიის ვარაუდები მოჰყვა, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა, რომ მთავრობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ და ტელეკომპანია “იმედმა“ გაავრცელეს არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზურაბ ნოღაიდელი კვლავ დაუბრუნდება ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება. ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სავარაუდოდ ოქრუაშვილს შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო პოლიციის აკადემიის რექტორი ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება. თუმცა, ეს ინფორმაცია  ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია მთავრობის საქმიანობით და რაიმე მნიშვნელოვანი გადაადგილება ამ ეტაპზე არ იგეგმება. “ჩვენ სტაბილური მთავრობა გვყავს“, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button