skip to content
ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი “ინტენსიურ“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბაზებზე შეთანხმების თაობაზე

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა 31 მაისს – 1 ივნისს მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების და მათი ფუნქციონირების რეჟიმის თაობაზე შეთანხმების დასრულებაზე.  


ორ ქვეყანას შორის ამ შეთანხმების ხელმოწერას ითვალისწინებს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მოსკოვში 30 მაისს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. ერთობლივი განცხადების თანახმად, მოსკოვი იღებს ვალდებულებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში დაასრულოს.  


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ “ინტენსიური მუშაობა“ დოკუმენტის პროექტზე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტში ასევე აისახება რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის პერსპექტივაც, რასაც ასევე ითვალისწინებს 30 მაისს ხელმოწერილი განცხადება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button