skip to content
ახალი ამბები

ჯავშანსატანკო ქარხნის ქართული მხარისთვის გადმოცემა დაიწყო

მეორე დღეა თბილისში განლაგებულ 142-ე ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხნაში საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ერთობლივი ჯგუფი არსებული ქონების აღწერას აწარმოებს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქონების ზუსტი რაოდენობის აღწერის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სარემონტო ქარხანა ქართულ მხარეს გადმოეცემა.


ქარხნის ქართული მხარისათვის 15 ივნისამდე გადმოცემას 30 მაისს მოსკოვში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს.


რუსეთის თავდაცის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სარემონტო ქარხანა ქართულ მხარეს ვადების სრული დაცვით, 15 ივნისამდე გადმოეცემა.


1942 წელს აშენებული თბილისის ჯავშანსატანკო ქარხანა ერთადერთი იყო სამხრეთ კავკასიაში, სადაც ტანკებს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.  ბოლო ორი წლის განმავლობაში ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვტა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button