
ახალი ამბები
ბაღაფში: თბილისთან ურთიერთობების ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 11 მარტიდან მოსკოვს სტუმრობს, განაცხადა, რომ სოხუმი თბილისთან ურთიერთობების ნებისმიერი სცენარისათვის არის მზად.
“თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს სცენარები მშვიდობიანი ხასიათის იქნება“, იუწყება 15 მარტს “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბაღაფშმა სინანულით აღნიშნა, რომ თბილისთან სამშვიდობო შეთანხმება დღემდე არ არის მიღწეული. ამ მიზეზით ახსნა დე ფაქტო პრეზიდენტმა თვითაღიარებულ რეგიონში მიმდინარე “რეზერვისტთა, იმ ადამიანთა გეგმიური წვრთნები, რომელთაც ომი გაიარეს“.