
სათათბირომ ჩააგდო რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტების მიღების ინიციატივა
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით რუსეთის სათათბიროში ფრაქცია “როდინას“ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტების მიღების გამარტივებულ პროცედურებთან დაკავშირებით საჭირო 300 ხმის ნაცვლად მხოლოდ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა კენჭისყრის დროს.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ყოფილი საბჭოთა ავტონომიების რუსეთის ფედერაციაში გამარტივებული წესით გაწევრიანების საჭიროება განაპირობა საქართველოსა და მოლდავეთის მცდელობამ გაავრცელონ თავიანთი იურისდიქცია თითგამოცხადებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში. “რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ ჩამონათვალში აჭარაც არის მოხსენიებული.
ქართველმა პარლამენტარებმა რუსი კოლეგების მიერ კანონპროექტის მიღების აწ უკვე უშედეგო მცდელობა შეაფასეს, როგორც სადამსჯელო რეაქცია 10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რუსული ბაზების საწინააღმდეგო დადგენილებაზე.