ახალი ამბები

რუსეთის სათათბიროს ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეები ბაზებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა და ფედერალური საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 9 მარტს განაცხადეს, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, იუწყება “ინტერფაქსი“.


“საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის საკითხი საკმაოდ დეტალურად იქნა განხილული და ჩემი აზრით, აქ ორი პრობლემაა: ეს ვადები და ფინანსური რესურსებია, რომელიც გამოეყოფა რუსეთს სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად“, განაცხადა  ბორის გრიზლოვმა.


ფედერალური საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას და ჩვენი ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის საკითხი უნდა გადაწყვიტონ მთავრობათა სრულუფლებიანმა წარმომადგენელებმა“.


გრიზლოვმაც და მირონოვმაც აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც საქართველოს პარლამენტმა მოამზადა დადგენილების პროექტი, რომელიც რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს მხარეთა “გონივრულ ვადებზე“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში.


 

Back to top button