skip to content
ახალი ამბები

საქართველო უარყოფს რუსეთის განცხადებებს დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე

(თბილისი, 3 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს, რომელმაც განაცხადა, რომ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პრობლემა მოგვარებულია”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 2 სექტემბერს.

“ლოშჩინინი, არასანდო წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გაერო-ს შესაბამისმა სტრუქტურებმა დაადასტურეს გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების ფაქტი. როგორ შეიძლება დევნილთა დაბრუნების საკითხი გადაწყდეს, როცა გალში მათი უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სოხუმში 1 სექტემბერს ვიზიტის დროს ვალერი ლოშჩინინი აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ლოშჩინინმა ხაზი გაუსვა ქართველი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მისცა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს დევნილთა დაბრუნების პროცესის მოსამზადებლად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button