skip to content
ახალი ამბები

აფხაზური მხარე რუსეთს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 19 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა იმედოვნებს, რომ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი შესძლებს საქართველოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაეროს წესდების 7 თავის ამოქმედების თაობაზე ვეტო დაადოს.

აფხაზეთის საინფორმაციო სააგანტო “აფსნიპრესის” თანახმად, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროს წესდების 7 თავის აფხაზეთში ამოქმედების მიზეზი არ არსებობს.

“მათ სურთ რუსეთი განდევნონ რეგიონიდან და თავიანთი იურისდიქცია აღადგინონ აფხაზეთში”, – განაცხადა არშბამ. მისი თქმით, ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაცია სურს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ 11 ივლისს მხარი დაუჭირა აფხაზეთში გაეროს წესდების 7 თავის ამოქმედებას, რაც მშვიდობის ძალით დამყარებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button