skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტია თბილისის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 სექტემბერი, 2002) – საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია, რომელმაც თბილისის ადგილობრივ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, თბილისის მერის ვანო ზოდელავას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერი კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

თბილისის მერის წინააღმდეგ ეს პირველი იმპიჩმენტი იქნება. თავად პროცედურის დაწყების უფლება თბილისის საკრებულოს წევრებს აქვთ. თბილისის საკრებულო კი ჯერ-ჯერობით არ შეკრებილა, რისი მიზეზიც თბილისის ამომრჩეველთა ჯერ კიდევ გადაუთვლელი ხმებია. შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მხოლოდ ხმების გადათვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button