ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს სტუმრობს. ის თბილისის აეროპორტში 19 ნოემბერს ჩამოვიდა, სადაც მას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს ელჩი სომხეთში, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომეხ კოლეგას „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი უკვე მეორედ სტუმრობს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით. პირველად იგი ქვეყანას 2022 წელს ესტუმრა.

This post is also available in: English

Back to top button