
2025 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 4.0% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 4.0% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.01%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10.1%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (9.4%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.7%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.3%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.4%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.4%-იანი კლება); ტრანსპორტი (0.6%-იანი კლება); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (2.2%-იანი ზრდა).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.3%), ზეთი და ცხიმი (20.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3%), პური და პურპროდუქტები (9.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7%), თევზეული (7.9%), რძე, ყველი და კვერცხი (7.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.6%), ხილი და ყურძენი (2.7%).
This post is also available in: English