ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირია დაკავებული

შვიდი პირი, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები, ნარკოდანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივნისს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მომზადება, მარიხუანასა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button