
ახალი ამბები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის მოქალაქეები. შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
This post is also available in: English