
ახალი ამბები
გუნბა: რუსეთი აფხაზეთში „მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას“ ააშენებს და არა სამხედრო-საზღვაო ბაზას
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში არა სამხედრო-საზღვაო ბაზას, არამედ შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ააშენებს. მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. გუნბას განცხადება ეწინააღმდეგა რუსეთის მიერ 2023 წელს გაჟღერებულ გეგმას, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი გაიხსნებოდა.
This post is also available in: English