
გერმანიამ საქართველოს ცხრა მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 დეკემბერს განაცხადა, რომ გერმანიამ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
სამინისტროს განცხადებით, „მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა – მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან სანქცირებული პირები.
ამ დროისთვის 100-ზე მეტი თანამდებობისა და ინდივიდუალური პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დასანქცირდა აშშ-ის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მიერ.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/12/2024 – ანალენა ბერბოკი „მიზანმიმართულ სანქციებსა“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს
- 27/12/2024 – აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
- 21/12/2024 – ლატვიამ საქართველოს დამატებით 13 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)