სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილსთვის გადასახდელი კომპენსაცია 282 მლნ აშშ დოლარით შეამცირა
სინგაპურის სასამართლომ 282 მილიონი დოლარით შეუმცირა შვეიცარიულ UBS-ს ქართველ მილიარდერისვის ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია. შესაბამისად, USB-ს ახლა ივანიშვილისთვის 743 მილიონი დოლარის ნაცვლად 461 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, ამის თაობაზე Bloomberg იტყობინება.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედს“, სადაც მან თავისი ხანგრძლივი სასამართლო დავა Credit Suisse-თან იმის მტკიცებულებად დაასახელა, რომ ის „დე-ფაქტო“ სანქცირებულია. ინტერვიუში ივანიშვილმა განმარტა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი „პირადი კომპლექსების“ გამო თქვა. მან ასევე განაცხადა, რომ „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, სანამ მისი წვდომა ფინანსებზე შეზღუდულია.
„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა, მე მყისიერად – წინა კვირაში უკვე – დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღიშნა, რომ შეხვედრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/10/2024 – საელჩო: აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები ივანიშვილსა და მის ოჯახზე
- 01/10/2024 – ივანიშვილი უარყოფს აშშ-ის მიზანში ამოღებას, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებისა და „რეპუტაციული ზიანის“ შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)