შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, ასევე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ნარკოტიკული საშუალებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გამო დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, “მეპამფეტამინი”,„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/06/2024 – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორი დააკავა
- 19/06/2024 – ნარკოდანაშაულისთვის 27 პირია დაკავებული
This post is also available in: Русский (რუსული)