skip to content
ახალი ამბები

ფოტოამბავი | „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ქართველებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

მიუხედავად მმართველი პარტიის გადაწყვეტილებისა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონი, თბილისში აქციები კანონის წინააღმდეგ გრძელდება. 31 მაისს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მშვიდობის ხიდისკენ გაემართნენ, სადაც ბანერი გამოფინეს წარწერით „გაიფიცე საქართველო“. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ამიერიდან ქართველებს კანონის წინააღმდეგ გაფიცვისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტესტს არჩევნებამდე, რომელმაც, მათი თქმით, ქართველების ევროპული მომავალი კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button