ახალი ამბები
„აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები დაეცა
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი კომპანიების ფასები ხშირად მერყეობს, დღევანდელი მკვეთრი ვარდნა ზოგიერთმა ექსპერტმა სადავო კანონის მიღების უშუალო შედეგად შეაფასა.
დღევანდელი ვაჭრობიდან რამდენიმე საათში, თბილისის დროით 15:00 საათისთვის, „საქართველოს ბანკის“ აქციები დაახლოებით 15 პროცენტით დაეცა.
„საქართველოს კაპიტალის“ აქციები დაახლოებით 9 პროცენტით დაეცა.
„თიბისი ბანკის“ აქციები 12%-ით დაეცა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)