ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე, დაიღუპა, იტყობინება ქართული საბრძოლო ქვედანაყოფი „შავი არწივი“. ინფორმაცია ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა.

ორივე მათგანი  „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და ისინი ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 50 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button