მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი კომუნისტი, 1945 წლის 30 აპრილი: ჰიტლერმა თავი მოიკლა

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

კონტექსტისთვის: 1945 წლის 30 აპრილს, ევროპაში, მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა – დარჩენილი იყო სულ რამდენიმე დღე. საბჭოთა არმია, შენობას-შენობაზე იღებდა და უახლოვდებოდა ბერლინის ცენტრს. მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტების მდგომარეობა, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე კატასტროფულს უდრიდა, ფიურერი ამას ვერ იაზრებდა. ის სრულად იყო მოწყვეტილი რეალობას, მათ შორის თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღითა თუ საათით ადრე. 1945 წლის 8 მაისს, ნაცისტურმა გერმანიამ კაპიტულაცია გამოცხადა.

პირველ მაისს გვიან საღამოს გერმანიის რადიომ გაავრცელა ეგრეთწოდებული „ფიურერის მთავარი ბანაკის“ ცნობა, რომელიც ამკიცებს, რომ 1 მაისს ნაშუადღევს მოკვდა ჰიტლერი, ცნობაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 30 აპრილს პიტლერმა თავის მოადგილედ დანიშნა ადმირალი დენიცი,
დენიცმა თავის მხრივ მოწოდებით მიმართა გერმანიის არმიას და მოსახლეობას, მოწოდებაში გამეორებულია ჰიტლერული პროპაგანდის ჩვეულებრივი ხრიკები და მონაჭორი, რომლებიც ნავარაუდევია იმისათვის, რომ უთანხმოება გამოიწვიოს ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოთა შორის. იგი შეიცავს მოთხოვნას გერმანელების მიმართ დაიცვან წესრიგი და დისციპლინა ქალაქებსა და სოფლებში და უსიტყვოდ “შეასრულონ თავიანთი მოვალეობა”.

გერმანიის რადიოს აღნიშნული ცნობები როგორც ჩანს წარმოადგენს ფაშისტთა ახალ ხრიკს ჰიტლერის სიკვდილის შესახებ ცნობების გავრცელებით გერმანელი ფაშისტები, აშკარაა, იმედოვნებენ საშუალება მისცენ ჰიტლერს დასტოვოს ასპარეზი და არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდეს.

(საკდესი)

მსგავსი/Related

Back to top button