skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას გეგმავს

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი შეიწყალებს ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პრეზიდენტის თქმით, მას შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.   

23 წლის გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს. დაცვის მხარემ გრიგორიადისის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button