skip to content
ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

23 წლის გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლე ზვიად შარაძემ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, და სახელმწიფო ქონების განადგურებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დღესვე, დაცვის მხარემ უკვე მიმართ ოფიციალურად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით.

ლაზარე გრიგორიადისის საქმე რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. გრიგორიადისის ოჯახი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდნენ. გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაჩენის გამოტანის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განაცხადა მან.

გრიგორიადისის ოჯახისა და ადვოკატის თქმით, არ არსებობდა მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის პირდაპირი მტკიცებულება. თუმცა, პროკურორმა თამარ იაკობიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button