skip to content
ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა  

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრო-რუსულ, ანტი-ლიბერალურ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 8 აპრილს გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მას ანტი-კორუფციულმა ბიურომ პარტიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

საჯარო რეესტრმა რამდენიმე დარღვევა დაადგინა, მათ შორის ხელმოწერების ნაკლებობა, წევრთა შესახებ არასრული ინფორმაცია. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.

სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ, ხოლო წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button