
ილია დარჩიაშვილი პარაგვაის სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით პარაგვაის სტუმრობს. ეს მინისტრის პირველი ვიზიტია პარაგვაიში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2010 წელს დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი უკვე შეხვდა თავის კოლეგას რუბენ რამირეს ლესკანოს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სანტიაგო პენიასთან.
შეხვედრა პარაგვაის პრეზიდენტთან
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარაგვაის პრეზიდენტს სანტიაგო პენიას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რაულ ლუის ლატორე მარტინესი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა, გაააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად.
მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით. ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლოდ თანამშრომლობის აქტუალურ სექტორებზე.
ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, გამოითქვა მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის სფეროში, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. პარაგვაის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა საქართველოში.
I am grateful to have had an opportunity to meet with the President of Paraguay @SantiPenap. We agreed that bilateral relations between our countries are solid, based on common values and principles, and focused on the prospects for fostering ???? ties in the coming years. https://t.co/mIjXnZVKye
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 4, 2024
შეხვედრა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან
პარაგვაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის კოლეგას რუბენ რამირეს ლესკანოს შეხვდა, სადაც მხარეები პარაგვაიში დარჩიაშვილის „ისტორიულ ვიზიტს“ მიესალმნენ. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და პარაგვაისთან საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოს, ისე პარაგვაის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება გააძლიეროს, საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მდებარეობის მქონე ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევე მინისტრი ლესკანო დაინტერესდა ტურიზმის სფეროში საქართველოს „წარმატებული გამოცდილების“ გაზიარებით.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ასევე, „საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ“.
„მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც დარგობრივი, ისე პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მიესალმნენ კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში და აღნიშნეს ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის 2023 წელს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
Delighted to meet with my Paraguayan counterpart @rramirezlezcano. Since the establishment of diplomatic relations between ?? and ?? in 2010, this is the first and historic visit of a Georgian FM to this beautiful country. I am sure it will very much contribute to the further… pic.twitter.com/VXMiiVSfgW
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 3, 2024
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2024 – ილია დარჩიაშვილი ბრაზილიას სტუმრობს
- 28/03/2024 – ილია დარჩიაშვილი არგენტინას სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)